1258 წელს არაბთა, აბასიანთა სახალიფოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია განადგურდა მონღოლთა მიერ ქალაქ ბაღდადის აღებით. მონღოლთა მრავალრიცხოვან არმიაში შედიოდნენ აგრეთვე სომეხი, ანტიოქიელი და მათ შორის დავით VI ნარინის ჯარისკაცები. დაიღუპა 2 მილიონამდე უბრალო მოქალაქე. ჰულაგუ ყაენმა სიკვდილით დასაჯა უკანასკნელი არაბი ხალიფა ალ-მუსთასიმი. განადგურდა და გაპარტახდა უამრავი მეჩეთი, შენობა, ასევე ცნობილი ბიბლიოთეკა "სიბრძნის სახლი", რომელიც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ბაღდადის აღება ერთ-ერთი სასტიკი მოვლენაა მსოფლიოს ისტორიაში.