რა ვნახოთ პარიზში ნაწილი II

0
✏ პარიზში ერთი დღე შეგიძლიათ დაუთმოთ Montmartre-ს, რომელსაც ხელოვანების ადგილსაც უწოდებენ. Sacré-Cœur Basilica მდებარეობს Montmartre-ს მთის წვერზე. მუშაობს ყოველდღე (6a.m. დან10.30p.m). შესვლა უფასოა. ჩვენ ფეხით ავედით და ბევრი საფეხურის ავლა მოგვიწია, თუმცა არ დავღლილვართ. ულამაზესი ხედი იშლება იქიდან. ✏ შემდეგ გავიარეთ Montmartre-ს ვიწრო ქუჩებში. აქ შეხვდებით პატარ-პატარა კაფეებს და უამრავ მაღაზიას, სადაც ადგილობრივი მხატვრების ნახატები იყიდება. ფასები სხვადასხვაა, თუმცა სურვილი თუ გექნებათ, ბიუჯეტის შესაბამის ნახატს აუცილებლად იპოვით. აქ გასეირნებას ნამდვილად გირჩევთ. ✏ Montmartre-დან ჩვენ წავედით Mur des je t’aime-სიყვარულის კედლის სანახავად. ამ კედელზე ფრაზა „მე შენ მიყვარხარ“ 280 ენაზე წერია (მათ შორის ქართული). ფოტოების გადასაღებად უამრავი ადამიანი სტუმრობს ამ ადგილს. შესაბამისად დიდხანს მოგიწევთ ლოდინი. ?
✏ სიყვარულის კედლის მერე შეგიძლიათ ფეხით გააგრძელოთ გზა Moulin Rouge-ისკენ. მულენ რუჟი მსოფლიოში ცნობილი კაბარეა, რომელიც 1889 წელს აშენდა. მე შოუზე არ ვყოფილვარ, თუმცა იძახიან რომ ნამდვილად ღირს მისი ნახვა. დღეში ორჯერ საღამოს 09:00ზე და 11:00ზეა. ბილეთის ფასი 87€-დან იწყება, რაც არც ისე მცირე თანხაა ? მულენ რუჟი წითელი ფარნების კვარტალში მდებარეობს სადაც განვითარებულია პროსტიტუცია და სხვადასხვა სახეობის სექს-ინდუსტრია. საღამოს აქ გავლა არც ისე სასიამოვნოა...
#რავნახოთპარიზში
#საფრანგეთი
#ბლოგერი
#პარიზი
#ხელოვნება
#მოგზაურობა
0