,,მზეჭაბუკი" კვლავ ქუთაისს დაუბრუნდება

0
მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება „მზეჭაბუკი“ კვლავ ქუთაისში დაიდგმება. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, სახელოვანი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტის „დიდების მემორიალის“ ერთადერთი შემორჩენილი ფიგურა „მზეჭაბუკი“ გახლდათ. ცხენზე ამხედრებული სკულპტურა რამდენიმე წლის წინ, ქუთაისში განვითარებული მოვლენების შემდეგ თბილისში, ბერძენიშვილის სახელოსნოში იყო გადატანილი. “ქუთაისის ადგილობრივი მოსახლეობის არაერთი თხოვნის საფუძველზე, ქალაქის თვითმართველობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ავტორის ოჯახთან. შედეგად ოჯახმა გამოთქვა სურვილი, რომ რესტავრირებული ქანდაკება კვლავ ქუთაისს დაბრუნებოდა. უკვე გადაწყვეტილია მონუმენტის განთავსების ადგილიც. „მზეჭაბუკი“ ირაკლი აბაშიძის გამზირზე დაიდგმება, ”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლეები
#ძეგლი
#kutaisidaily
topnews
0