10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

1
⚫️ 2021 წლის 10 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში (მისამართი: ხოშარაულის და აგლაძის ქუჩებს შორის მდებარე სკვერი, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ) აღევლინება, 7 აპრილს საოკუპაციო ხაზთან ტრაგიკულად დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან. მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ ტაძარში და პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას. ⚫️ 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ⚫️ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება.
1