100 წელი

0
1921 წლის 21 თებერვალს, დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საქართველოს პირველი კონსტიტუცია 📜✍🏻 ქვეყნის ძირითადი კანონი, ფაქტობრივად, არ ამოქმედებულა. ვერ მოესწრო სტამბურად გამოცემაც, თბილისში. საქართველოს მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, 24 თებერვალს, ღამე, დედაქალაქი დატოვა. ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, შემდეგ ბათუმში. იქ გამოქვეყნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. ამისთვის შეარჩიეს ცნობილი ბათუმელი პოლიგრაფისტის, ნესტორ ხვინგიას სტამბა. კონსტიტუცია დაიბეჭდა ცალკე წიგნად სათაურით „საქართველოს კონსტიტუცია მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის თებერვლის 21“.
0