პეკინი ორკვირიანი კარანტინისთვის ემზადება

0
14 ივნისის საღამოს, ჩინეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ პეკინში არსებულ ყველა ბიზნესსა და კომპანიას მათი თანამშრომლების 14 დღიან კარანტინში გადაგზავნა დაავალა. კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების ეპიცენტრად პეკინში არსებული ერთ-ერთი საბითუმო ბაზარი იქცა, სადაც ადგილზე მომუშავე ათეულობით პიროვნებას COVID-19 დაუდასტურდა. დედაქალაქის მერის განცხადებით, პეკინში საგანგებო პერიოდი დადგა. ხელახალ ეპიდაფეთქებამდე, რამდენიმე კვირის მანძილზე პეკინში ინფიცირების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
news
China
coronavirus
pandemic
epidemic
capital
two
weeks
quarantine
headline
0