ნიკოლა ტესლა

0
ნიკოლა ტესლა ეროვნებით იყო სერბი. დაიბადა და გაიზარდა ავსტრო-უნგრეთში. მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში. 1891 წელს მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა. იგი გახდა ფართოდ ცნობილი თავისი მეცნიერულ-რევულუციური წვლილის შეტანით ელექტროობასა და მაგნიტიზმის დარგში XIX საუკუნის მილეულს და XX ს.ს დასაწყისში. ტესლას პატენტებმა და თეორიულმა ნამუშევრებმა შექმნა ბაზისი თანამედროვე ტექნიკაში. რომლებიც მუშაობენ ცვლად დენზე, ასევე ელექტროძრავის ბევრფაზიან სისტემაზე, რომლებიც საშუალებას აძლევს სამრეწველო რევოლუციის გადაყვანას მეორე ფაზაზე. ის ასევე ცნობილია ეთერის ჰიპოთეზის მომხრედ. ტესლას სახელით მოიხსენიება მაგნიტუი ნაკადის სიმკვრივის საზომი ერთეული. მეცნიერის დამსახურებებს შორის არის - მედალი ე. კრესონის, დჯ. სკოტის, ტ.ედისონოს. თანამედროვე ბიოგრაფები თვლიდნენ ტესლას „ადამიანად, რომელმაც გამოიგონა XX საუკუნე.“ და ახლანდელი ელექტროობის „წმინდა მცველად“. რადიოსა და პობედის დემონსტრაციის შემდეგ ტესლამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც გამორჩეულმა ინჟინერ ელექტრიკოსმა. ტესლას ნაადრევმა ნამუშევრებმა გზა გაუკვალა თანამედროვე ელექტროტექნიკას, მის ნაადრევ აღმოჩენებს ჰქონდა ინოვაციური მნიშვნელობა. როგორც ცნობილია, აშშ-ში ტესლას შეეძლო გაეწია კონკურენცია ნებისმიერ ამომრჩეველთან ან მეცნიერთან ისტორიის ან პოპულალური კულტურის დარგში. სერბეთის კულტურისა და ეკოლოგიის მინისტრი ნიკოლა ტესლას უწოდებს ერთ-ერთ გამორჩეულ მეცნიერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ელექტროტექნიკური ფაკულტეტის დეკანი ბრანკო კავაჩევიჩი ამტკიცებს, რომ ნიკოლა ტესლამ წინასწარ იცოდა, თუ როგორ განვითარდებოდა მეცნიერება. სიკვდილის შემდეგ ყველა მისი ნამუშევარი და არქივის კონფისკაცია გააკეთა აშშს მთავრობამ... ნიკოლა ტესლა უაღრესად ექსცენტრიული მეცნიერი იყო, თუმცა ბევრი თვლის, რომ მისი გამოგონებები ბევრად აღემატებოდა ედისონისა და ბელის გამოგონებებს. წარმოგიდგენთ მის 5 ყველაზე საოცარ გამოგონებას.

1)ელექტრო ენერგიის უსადენო გადაცემა

:1893 წელს 120 წლის წინ ჩიკაგოს გამოფენაზე ნიკოლა ტესლამ წარადგინა ელ. ენერგიის უსადენოდ გადაცემის მეთოდი. ის იმედოვნებდა, რომ აღნიშნული გამოგონება საშუალებას მისცემდა ენერგიით უზრუნველყო ქვეყნის მთიანი რაიონები. დღეს ამ ტექნოლოგიით დაინტერესდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები როგორებიცაა Intel და Sony.

2)რენტგენი

: ტესლას გამოკვლევებმა ელექტრომაგნეტიზმის სფეროში რენტგენოლოგებს საშუალება მისცა ადამიანის ჩონჩხი დაენახათ ქსოვილის გაჭრის გარეშე. თუმცა 1880 წლის ბოლოს ეს იდეა ნამდვილ სიგიჟედ მოგეჩვენებოდათ. რენტგენის აღმოჩენა მიეწერება გერმანელ მეცნიერ ვილჰელმ რენტგენს 1895 წელს, თუმცა მანამდე 8 წლით ადრე ტესლა უკვე აწარმოებდა გამოკვლევებს და პირველად მიაქცია ყურადღება რენტგენის სხივების მავნებლობას ადამიანის სხეულისათვის.

3)სიკვდილის სხივი

: 1930-იან წლებში ზოგიერთი მტკიცების მიხედვით ნიკოლა ტესლამ გამოიგონა იარაღი, რომელიც ახდენდა ენერგიის გენერირებას და მიმართვას კონკრეტული მიზნისაკენ. მას "სიკვდილის სხივი" უწოდეს. ეს იარაღი ტესლას მიერ გამოშვებული არ იქნა.

4)რობოტექნიკა

: ტესლა თვლიდა, რომ მომავალში რობოტების მთელი რასა შეასრულებდა ადამიანის სამუშაოს. 1898 წლს მის მიერ გამოშვებულ იქნა რადიომართვადი კატარღა, რომელიც ითლება რობოტექნიკის "პირველ მერცხლად".

5)მიწისძვრის გამომწვევი მანქანა:

1898 წელს ტესლამ განაცხადა, რომ შექმნა რხევების გენერატორი, რომელიც არყევდა შენობას და მასთან ახლოს არსებულ ნივთებს. თვითონ მოწყობილობა 1 კგ-ს იწონიდა, მაგრამ მეცნიერმა შეძლო რხევები ისე მოემართა, რომ თითოეული მათგანი დიდ ენერგიას უმატებდა შენობის ბუნებრივ რხევებს. როდესაც ტესლამ აღნიშნული გამოგონების პოტენციური საშიშროება შეიცნო, მოწყობილობა ჩაქუჩით დაამტვრია.
0