24 საათში სომხეთში COVID 19 -ის 374 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Tbilisi Daily

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი ახლა 6 302-ს შეადგენს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში სამით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი და „კოვიდ-19“-ის ფატალური შემთხვევების რაოდენობა ახლა 77-ს აღწევს. ქვეყანაში ჯამში გამოჯანმრთელებულია 2 936 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ოთხი პაციენტი სხვა თანმხლები დაავადებების გართულების შედეგად გარდაიცვალა. სომხეთში ასეთი სულ 32 შემთხვევა ფიქსირდება.