ბიტკოინმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

Tbilisi Daily

ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასმა დღეს ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა. ერთი ბიტკოინის ფასმა $19 860 შეადგინა. მიმდინარე წელს ბიტკოინი 175%-ით გაძვირდა და მისი ფასი 20 ათას დოლარს მიუახლოვდა. ექსპერტები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ - ეს დოლარის გაიაფებაა, ასევე Square და PayPal მიერ ბიტკოინის მხარდაჭერა. ამ საგადამხდელო სისტემებმა თავის კლიენტებს კრიპტოვალუტის შეძეწის და გაყიდვის უფლება მისცეს. კრიპტოვალუტის გაძვირებას იმ ფაქტმაც შეუწყო ხელი, რომ ბიტკოინით ვაჭრობა ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხდება. სპეციალისტები კრიპტოვალუტის ფასის ზრდას პროგნოზირებენ.