მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული სამხედრო ვითარება ა.წ. 29 ოქტომბრის მოცემულობით:

Interworld

- ქალაქზე ხელახალი კონტროლის დამყარების მიზნით სომხურმა დანაყოფებმა ქუბადლის ტერიტორიის მიმართულებით კონტრშეტევითი ოპერაცია განახორციელეს; - სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო შეტაკებებისას, მათ მიერ განადგურდა აზერბაიჯანის არმიის კუთვნილი 3 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი, 14 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, ასევე დაიღუპა 105 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი; - აზერბაიჯანულმა მხარემ სავარაუდოდ დაიკავა ფიზულის რაიონში შემავალი დასახლებები - ბირინჩი აგალი (Birinchi Agali), იქინჩი აგალი (Ikinci Agali), უჩუნჩუ აგალი (Uchunchu Agali) და ზარნალი მანდილი (Zarnali Mandili), ჯაბრაილის რაიონში შემავალი გაზანზამის (Gazanzami) დასახლება და ქუბადლის რაიონში შემავალი დასახლებები - ხანაგაბულაგი (Khanagabulag), ჩულუ (Chullu), გუშჩულარი (GushChular), გარააგაჯი (Garaagaj), გიასჯანი (Giyasjan) და გიასლი (Giyasli). - ბოლო ოფიციალური ცნობებით, სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანულ ქალაქ ბარდაზე განხორციელებულ შეტევას ემსხვერპლა 26 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავდა. - აზერბაიჯანულმა არტილერიამ ქალაქი მართაკერტი დაბომბა; - აზერბაიჯანულმა არტილერია ქალაქი სტეფანაკერტი დაბომბა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #interworld