ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაადასტურეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო კომიტეტის, „ოსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან 62 ადამიანი დაინფიცირდა. კოჩიევას ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში აღრიცხულია სულ 139 შემთხვევა.
საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას აპრილიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, დადასტურებული აქვს კორონავირუსის 2343 შემთხვევა, მათგან 23 გარდაცვალების.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30890498.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)