ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

Tbilisi Daily

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. 2019 წლის 12 დეკემბერს 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. მას 17 დეკემბერს 20:10 საათზე გაუჩერდა გული. გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავეს. საიას ინფორმაციით, მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ყინწვისის სპეცოპერაციის გამოძიებაშიც ფიგურირებს.