ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგის საქმე.
Zugdidi Daily
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის საქმის განხილვა დისციპლინურმა კომიტეტმა დაიწყო, რომლის შეამდგენლობაში რამდენიმე მასწავლებელი, მშობელი და ბავშვი შედის. დირქტორ ნინო გოგინავას თქმით, დისციპლინურ კომიტეტს გადაწყვეტილების მისაღებად 3 კვირა აქვს.
„საქმეზე დაიწყო მოკვლევა. კომიტეტს გადაწყვეტილების მისაღებად სამკვირიანი ვადა აქვს და როგორც ვიცი ამ ვადის გამოყენებას აპირებენ. კომიტეტის მიერ ოქმის დადებიდან საბოლოო გადაწყვეტილება ოთხ დღეში მე უნდა მივიღო. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, არც ჩემს მოლოდინებს, რადგან არ მინდა ჩემმა ამ განწყობამ კომიტეტზე ზეგავლენა მოახდინოს“ - განაცხადა ნინო გოგინავამ.
პედაგოგმა ხათუნა ქვარცხავამ სოციალურ ქსელში 2020 წლის გამოშვებას სიძულვილის ენის შემცვლელი და დისკრიმინაციული პოსტი მიუძღვნა.
#ზუგდიდი
#პირველისაჯაროსკოლა
#პედაგოგი
#დისციპლინურისაბჭო
#დისკრიმინაციულიპოსტი
#zugdididaily