ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან საზღვარს კეტავს

Gori Daily

ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, COVID-19 პანდემიის გამო, სრულად დაიკეტა საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის სატვირთო მანქანების გადაადგილების კუთხითაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, აკრძალვა გასტანს მიმდინარე წლის 12 აპირილამდე. შეგახსენებთ, რომ აქამდე ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლებას საზღვარი ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჰქონდა დაკეტილი გარდა რუსეთის ფედერაციისა და აგრეთვე დახურული ჰქონდა ყველა გამშვები პუნქტი საქართელოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამავედროს, ჯერ ჯერობით ცხინვალის რეგიონში არც ერთი ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. #ცხინვალი #სამაჩაბლო #goridaily