გიორგი გახარია: „არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან არ წავალ”
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
“პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ” - ეს არის გიორგი გახარიას პირველი კომენტარი, პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ ჭორებისა და მითქმა-მოთქმის მიუხედავად, არც ქვეყნიდან და არც პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. თქვა, რომ გეგმებზე უახლოეს პერიოდში დეტალურად ისაუბრებს. ყოფილმა პრემიერმა ეს კომენტარი ორი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან გააკეთა. მოგვიანებით გახარიამ ფეისბუქზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.