ლაზი მომღერლის ქაზიმ ქოიუნჯუს ძეგლის დადგმას ზუგდიდში გეგმავენ.
Zugdidi Daily
ლაზი მომღერლის ქაზიმ ქოიუნჯუს ძეგლის დადგმას ზუგდიდში გეგმავენ.
ეს ინიციატივა ზუგდიდის საკრებულოში იმის გამო გამოთქვეს, რომ მომღერალ ქაზიმ ქპოუნჯუს დიდი წვლილი მიუძღვის მეგრულ-ლაზური სიმღერების პოპულარიზაციაში და სასურველია მისი ძეგლი სამეგრელოს ცენტრში დაიდგას.
„მან განსაკუთრებით პოპულარული გახადა დიდოუნანა. ამ სიმღერას დღემდე მღერიან ცნობილი თურქი შემსრულებლები. ის იყო შეყვარებული ლაზეთზე, სამეგრელოზე. შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ლაზური კულტურული მოძრაობის აქტივისტი და სიმბოლურია, რომ სამეგრელოს ცემტრში, სამეგრელოს ისტორიულ დედაქალაქში იდგეს მისი ძეგლი“ - ამბობენ საკრებულოში.
ლაზი მომღერალი ქაზიმ ქოიუნჯუ 1972 წელს თურქეთში, ხოფის სოფელ პანჭოლში დაიბადა. ის ცნობილი გახდა ლაზური სიმღერების შესრულებით. 1992 წელს შექმნა როკ-ჯგუფი „დიმეინ-ი“. განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაუთმო ლაზური მუსიკის პოპულარიზაციას. მსმენელს ლაზური მუსიკის და როკის სინთეზი შესთავაზა. მოგვიანებით შექმნა პირველი ლაზური როკ-ანსამბლი „ზუღაში ბერეფი“ (ზღვის შვილები). ქაზიმ ქოიუნჯუს ყოველთვის ეამაყებოდა მისი ეთნიკური წარმოშობა, რასაც ხშირად ხაზს უსვამდა.
#ზუგდიდი
#ძეგლი
#ლაზიმომღერალი
#ლაზურიმუსიკა
#zugdididaily