26 სექტემბრიდან აჭარაში იზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება

0
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, აჭარაში 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით, ხოლო 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. როგორც გაბუნია ამბობს, რეგიონის სრულად დაკეტვის რისკი მაშინ დადგება, როცა ეპიდემია უკონტროლო ხასიათს მიიღებს. „ეპიდემია სტაბილიზაციისკენ მიდის, ამას გარკვეული დისკომფორტი თან ახლავს. ტაქსიში მგზავრობა უფრო კონტროლირებადია, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შეზღუდვა ეპიდემიური სიტუაციაზე არის დამოკიდებული", - თქვა თამარ გაბუნიამ. კორონავირუსის პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით აჭარაში ხვალიდან, 25 სექტემბრიდან რესტორნები დროებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებამდე, 22 საათიდან დილამდე არ იმუშავებენ. 24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 164 აჭარიდანაა. ქვეყანაში ამ ეტაპზე 18 კრიტიკული მდგომარეობის პაციენტია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30856420.html
#ახალი_ამბები
#twitter
0