შსს: დავაკავეთ 2 პირი, ვინც მოქალაქე მოატყუა, რომ $17 ათასად აშშ-ის ვიზის მიღებაში დაეხმარებოდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ორი პირი, რომლებმაც მოქალაქე მოატყუეს და 17 ათასი დოლარის სანაცვლოდ აშშ-ის ვიზის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ. "გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 17 000 აშშ დოლარი, საიდანაც 8 500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხვინეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30983908.html #ახალი_ამბები #twitter