ხაშური-ქარელის ოლქში მეორე ტური გაიმართება
Gori Daily
ხაშური-ქარელის ოლქში მეორე ტური გაიმართება. მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ზაალ დუგლაძემ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რომლითაც გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებდა.
ხაშური-ქარელის ოლქში, სადაც 103 798 ამომრჩეველია, საარჩევნო უბანზე 60 942 მოქალაქე მივიდა.
აქედან ზაალ დუგლაძეს ხმა 28 918-მა (49.34%), ხოლო - ერთიანი ნაციონლური მოძრაობის კანდიდატს ნატო ჩხეიძეს - 17 362-მა (29.62%) ადამიანმა მისცა ხმა.
შემდეგ მოდის ლელოს კანდიდატი კახა კოჟორიძე - 5237 ხმით (8,94%); პატრტიოტთა ალიანსი - ელიბო პატურაშვილი 2000 (3,41%" ხმით.
მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#არჩვმები #ახალიამბები #შიდაქართლი #გორი #კასპი #პიროვნება #goridaily
წყარო: qartli.ge