დანით თავდასხმის შედეგად გლაზგოში სამი ადამიანი მოკლეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში სამი ადამიანი მოკლეს დანით თავდასხმის შედეგად.
"ეჭვმიტანილი შეიარაღებულმა პოლიციამ მოკლა“, განაცხადა შოტლანდიის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ჯონსონმა, რომელმაც დასძინა, რომ ამ ეტაპზე არავის არ ეძებენ ამ საქმესთან დაკავშირებით. მანვე განაცხადა, რომ ინციდენტის დროს დაიჭრა პოლიციის თანამშრომელი. შოტლანდიის პოლიციის ფედერაციის თანახმად, პოლიციელი დანით იქნა დაჭრილი.
შემთხვევა მოხდა გლაზგოს ცენტრში.
თვითმხილველმა უთხრა Sky News-ს, რომ მან იხილა არაერთი დასისხლიანებული ადამიანი, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები უვლიდნენ.
ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „ღრმად დაამწუხრა საშინელმა შემთხვევამ,“ და რომ მისი ფიქრები მსხვერპლთან და მამ ოჯახებთან არის.
გასულ კვირაში სამი პირი დაჭრეს სასიკვდილოდ ინგლისის ქალაქ რიდინგში. პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტს ტერორიზმად განიხილავს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30692572.html
#ახალი_ამბები
#twitter