გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს
Pirveliradio Ge
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ოჯახის წევრები თეთრიწყაროს ტყეში, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. ოჯახის ახლობლების განცხადებით, თეთრიწყაროს რაიონში გარდაცვლილს არც ნათესავები და არც მეგობრები არ ჰყავს.
ამიტომ, მათთვის გაუგებარია, რატომ მივიდა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნულ ტერიტორიაზე.
ამასთან, ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.