რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი შემდგომი მკურნალობისთვის რუსეთში გადაჰყავთ. ანქვაბი კოვიდინფიცირებულია, მისი მდგომარეობა კი ბოლო 24 საათის განმავლობაში დამძიმდა, - ამის შესახებ "ლაიფ აბხაზია" იტყობინება.
ანქვაბს კოვიდდიაგნოზი 30 დეკემბერს დაუსვეს, 7 იანვარს კი კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ მას მკურნალობა რუსეთში გაეგრძელებინა.
დე ფაქტო მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ის ისევ პრემიერმინისტრადაა მითითებული და არაფერია ნათქვამი იმ პირზე, ვინც მის მოვალეობას გამოჯანმრთელებამდე შეასრულებს - ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას მოვალეობის შესრულება დისტანციურადაც აღარ შეუძლია.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. პრემიერმინისტრად 2020 წლის აპრილში დაინიშნა, ის სხვადასხვა დროს იყო თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტი და შს მინისტრი. ალექსანდრე ანქვაბი 68 წლისაა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა