ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
Kutaisi Daily
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი სკოლის საქმეთა მმართველის დაინფიცირება გახდა. 60 წლის ქალს კორონავურუსი გუშინ დაუდასტურდა. მისი დაინფიცირება აღმოსავლეთში გამართულ ქორწილს უკავშირდება. თვითიზოლაციაშია სკოლის 54 თანამშრომელი, რომელთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა. ინფიცირებული ქუთაისის კლინიკაშია მოთავსებული.
ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს და მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ინფორმაციას ადასტურებს სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფებიან და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#
ახალიამბები
#
კორონავირუსი
#
kutaisidaily
წყარო - ipn.ge