უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ თუ არჩევნები გადაიდება, ეს საზოგადოების გამოწვევებიდან იქნება ნაკარნახევი. მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით, სპეკულაციაა.
"ყველა გადაწყვეტილება, ამას მინდა ხაზი გავუსვა, რაც იქნება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული, იქნება იმ გამოწვევებით ნაკარნახევი, რომელიც კონკრეტულად მოცემულ სიტუაციაში იქნება საზოგადოებაში. ასე, რომ არჩევნების საკითხი არანაირად არ ექვემდებარება გადახედვას."
#News
#Politics