სოფელ გამარჯვებაში დაიხურა სკოლა და ბაგა-ბაღები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კორონავირუსის გავრცელების გამო, სამი ბაგა-ბაღი და ერთ სკოლა დროებით დაიხურა 19 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, რომელიც რუსთავიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ COVID - 19-ით დაავადდნენ, ბავშვები, პედაგოგები და აღმზრდელები. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში გარდაბნის მუნიციპალიტეტში COVID - 19-ით დაავადების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ბოლო ერთ კვირაში ქალაქ გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში, COVID-ინფექცია 52 ადამიანს დაუდასტურდა. 19 ოქტომბერს, დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 186 პირს დაუდასტურდა. შვიდი ინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყანაში, დაახლოებით, 70-მდე მძიმე პაციენტია. საქართველოში სულ კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 8338, გარდაიცვალა 143 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30901602.html #ახალი_ამბები #twitter