4 votes
0 comments
0 shares
Save
7 views
Tako Tkebuchava
Zugdidi · 1 year ago

<3


Tako Tkebuchava
Zugdidi · 1 year ago
Similar Posts
Tako Tkebuchava
Zugdidi · 1 year ago
ასკილი
Tako Tkebuchava
Zugdidi · 1 year ago
ჩემი ბაღი
Zugdidi Daily
Zugdidi · 2 weeks ago
სასტიკი საყვედურით დასჯილი მასწავლებელი.
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს, ხათუნა ქვარცხავას, სიძულვილის შემცველი პოსტის გამო, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყვეყნა 2020 წლის კურსდამთავრებულებთან დაკავშირებით, ამავე სკოლის დირექტორმა, ნინო გოგინავამ სასტიკი საყვედური გამოუცხადა. 25 მაისს დაწყებული საქმის შესახებ გადაწყვეტილება დისციპლინურმა საბჭომ და დირექტორმა ერთობლივად მიიღო. დირექტორი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : "ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით მასწავლებელს გაუფორმდა სასტიკი საყვედური.ეს ყველაფერი შესაბამისობაშია მოყვანილი და დაორგანიზებულია შინაგანაწესით, რომელიც აბსოლუტურად ყველა გადაცდომაზე პასუხობს თავისი სახდელით. შესაბამისად, ეს სახდელი გახდა ამის პასუხი." #ზუგდიდი #პირველისაჯაროსკოლა #პოსტი #სოციალურიქსელი #დირექტორი #სასტიკისასჯელი #zugdididaily I
Tako Tkebuchava
Zugdidi · 1 year ago
Zugdidi Daily
Zugdidi · 2 weeks ago
ამინდის პროგნოზი 29 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით სამეგრელოში 2 ივლისამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. რამდენიმე რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაბლობში ღამით 18-19 გრადუსი იქნება, დღისით კი 27-29 გრადუსამდე გათბება. ვარაუდობენ, რომ 3 ივლისიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი 7 ივლისამდე გასტანს. ტემპერატურა 6-7 გრადუსით მოიმატებს და ჰაერი 35-36 გრადუსამდე გათბება. #სამეგრელო #გარემოსეროვნულისააგენტო #ამინდისპროგნოზი #zugdididaily
Tako Tkebuchava
Zugdidi · 1 year ago
პარაშუტისტი მინიონი
Zugdidi Daily
Zugdidi · 4 weeks ago
მატარებლით მგზავრობა მხოლოდ 5 მიმართულებით განახლდა.
საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა დღეიდან განახლდა. დღის ანუ ჩქაროსნული მატარებელი მხოლოდ 5 მიმართულებით იმოძრავებს. ეს მიმართულებებია - თბილისი-ფოთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ბათუმი და თბილისი-ოზურგეთი. ღამის მატარებლით მგზავრობა ჯერჯერობით არ განახლებულა. რკინიგზის პრესსამსახური ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : "ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციები, თუ რა უნდა გააკეთოს მგზავრმა მატარებელში ასვლისთანავე. შესაბამისად, ამ რეგულაციებს რომელი მატარებლებიც აკმაყოფილებდნენ, სწორედ ის მიმართულებები აღდგა." საქართველოს რკინიგზა ეცდება ეტაპობრივად აღდგეს სხვა მატარებლების მუშაობაც ამ რეგულაციების გათვალისწინებით. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ფასები არ გაზრდილა და იგივე რჩება. მგზავრებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშავონ სადეზინფექციო ხსნარით. მგზავრებს მგზავრობა პირბადით მოუწევთ. #საქართველო #საქართველოსრკინიგზა #თბილისი #ზუგდიდი #ბათუმი #ფოთი #ქუთაისი #ოზურგეთი #აღდგენილიმგზავრობა #რეგულაციები #zugdididaily
Zugdidi Daily
Zugdidi · 1 month ago
სენაკში ჩატარებული სპეცოპერაცია.
გუშინ სენაკში, ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. სპეცოპერაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს. საქმე ეხება ჯერჯერობით უცნობი ადგილობრივი მოქალაქეების მიერ ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტს. ადგილობრივი მოქალაქეები ფულს სასტუმრო “ვერსალის” მფლობელს სძალავდნენ. გუშინ დააკავეს ერთი ადგილობრივი, დაკავებისთანავე დაიწყეს მისი სახლის ჩხრეკვა. #სენაკი #სამეგრელოზემოსვანეთი #სპეცოპერაცია #დაკავება #ჩხრეკვა #zugdididaily
Zugdidi Daily
Zugdidi · 1 month ago
პედაგოგი, რომელმაც მე-12 კლასელებს სიძულვილის ენის შემცველი პოსტი მიუძღვნა.
ქიმიის მასწავლებელმა ხათუნა ქვარცხავამ 21 მაისს ფეისბუკზე დაწერა მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი, სადაც გამოთქვამს სიხარულს იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანს მომავალ წელს არ ნახავს. მან მხოლოდ 6 ბავშვს უსურვა წარმატებები და მათ „კაცური კაცები“ უწოდა. დანარჩენის ხსენებაც კი ზარავს. „ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემ ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები“,- აქვეყნებს ხათუნა ქვარცხავა სოციალურ ქსელში. პოსტის წაშლა გამოქვეყნებიდან მცირე დროში დირექტორის მოთხოვნით მოხდა, თუმცა ტექსტი კოპირებული აღმოჩნდა მოზარდების მიერ. რა თქმა უნდა მოზარდებმა უკამყოფილება გამოთქვეს და საპასუხო პოსტი მათაც დაწერეს სოციალურ ქსელში. პირველი სკოლის დირექტორი, ნინო გოგინავა ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს: "როგორც დირექტორი, არანაირად არ ვაღიარებ და არ ვიწონებ არც ამ პოსტს და არც ამ საქციელს. ამას გამართლება არ აქვს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამას არანაირად არ ვეთანხმები. ეს საკითხი გადაეცა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს, რომელიც მას განიხილავს უკვე ორშაბათს და მიეცემა კანონის შესაბამისი მსვლელობა. მერწმუნეთ, დისციპლინურ კომიტეტში არიან ადამიანები, მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ აზრს, დამოკიდებულებას სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, სამართლებრივ კანონზომიერებაზე დაყრდნობით, ჯეროვნად შეაფასებენ ამ ფაქტს და მიიღებენ გადაწყვეტილებას." ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს, თუ რა სანქცია გატარდება ამავე სკოლის ქიმიის მასწავებლის მიმართ, რომლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოქალაქეთა ნაწილის შეშფოთება მოჰყვა. #ზუგდიდი #პირველისაჯაროსკოლა #პედაგოგი #კომიტეტი #დირექტორუ #zugdididaily
Zugdidi Daily
Zugdidi · 5 days ago
დღეიდან მთელ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს, რომ დასავლეთ საქართველოში უმეტესად იწვიმებს. ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. დედაქალაქში დღეისთვის 34 გრადუსია ნავარაუდევი, მომდევნო დღეებში კი ტემპერატურა დაიკლებს. #საქართველო #ამინდი #მაღალიტემპერატურა #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com