ირანში კორონავირუსის 8,201 შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8,201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 221 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას XinhuaNet-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში კორონავირუსის 1,100,818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 51,949 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 800,743 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცრების პირველი შემთხვევა თებერვალში გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.