აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის18 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი. გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა კიდევ 10-მა პირმა. ამ ეტაპზე საავადმყოფოებში იმყოფება 94 პაციენტი, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა. კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 25 პირი,ონლაინ კლინიკაში - 69.