გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
პოლიტიკოსი გოგი წულაია პენიტენციური დაწესებულებიდან სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
'ჩემო მეგობრებო დამხარდამჭერებომოგესალმებით გლდანის ციხის,საკარანტინეკორპუსის 61 საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი გოგი წულაია!
პირველ რიგში რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავიზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროვოკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენებია.
'თუ გინდა მოწინააღმდეგეგაანადგურო მას დააბრალე ისრასაც მთელი ცხოვრება ებრძვის“
ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარაგებელსები21 საუკუნეშიცგადმოყვნენ, 1988 წლის შემდეგ ვარ ეროვნულ მოძრაობაში და მის მერე ვაპროტესტებ და ვებრძვი რუსეთისგან საქართველოს გაწეულ ძალადობას.
ვებრძვი და ვაპროტესტებ კომუნისტებიდან დაწყებული ბიძინასულთნითდამთავრებული, ვებრძოდი ყველა ადამიანს, ვინც ძალადობდა მეორე ადამიანზე და ახლაც ვებრძვინამახვანჰესის აშენებას რამეთუ ვთვლი, რომ ეს არის ძალადობა ბუნებაზე, ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, და ზუსტად აქ მტკიცდება რომ დღესაც ჩვენ ქვეყანაში ბევრიარიანგუბელსები,გერინგები, ბერიები და ასე შემდეგ.
ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს იმის შიშით, რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდაჭერისათვის, თუ კი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი ( გამარჯობა , გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ 'უპატიონსესები“ და ამ 'პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს კი ბატონო ეგრე იფიქრეთ.
ჩვენ ყველა ერთადვყვირივართ, რომ საქართველო სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა ) არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ მე შემხვდა პატიოსანი უმწიკვლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?
არ ვიცი, ეს რა ლოგიკააა და თუ ესე არ ფიქრობთ იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს.
რა ვიცი, რა ვიცი.
ჩემო მეგობრებო, ადამიანებო რომლებსაც გიყვარვართ და მოგწონვართ , თუ ამ საქციელის გამო ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ, გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას', - წერია წულაიას მიერ გავრცელებულ წერილში.