გენრი დოლიძის მიმართ ადმინისტრაციული დევნა შეწყდა, გიგა ნაკაშიძე  კი 500 ლარით დააჯარიმეს 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

3 აპრილს, აქციის დროს დაკავებული აქტივისტებისგენრი დოლიძისდაგიგა ნაკაშიძისსასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ გენრი დოლიძის მიმართ ადმინისტრაციული​სამართალდარღვევა არ დადგინდა და ის უდანაშაულოდ სცნო, ხოლო გიგანაკაშიძე კი გინებისთვის 500 ლარით დაჯარიმდა. ''მტკიცების სტანდარტი უნდა იყოს მაღალი ასეთი დაკავებების დროს.შესაძლებელი იყო, ბევრად ნაკლები ძალის, გამოყენებით ვითარების განმუხტვა. ვიდეო კადრებში სხვა პირები უფრო მეტად არღვევდნენ წესრიგს ვიდრე ეს კონკრეტული ადამიანები'' - განაცხადა მოსამართლემ. გერი დოლიძე ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას. პოლიციელებთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიება კი სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურში გრძელდება. ''მადლობა მინდა გადავუხადო სასამართლოს, იმიტომ რომ კომპლექსურადგანიხილა ეს საქმე და პოლიციის მხრიდან ფაბრიკაციით მოტანილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა. სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩემსპოლიტიკურ დევნას. თითოეული ის ადამიანი, რომელმაც უმიზეზოდ დამაკავა და შემდეგ დაზიანებები მომაყენა, ასევე ჩემს მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, იქნება დასჯილი. პოლიცია არ უნდა იყოს რეპრესიული რეჟიმის ინსტრუმენტი, პოლიციაუნდა იცავდეს მოქალაქეებს'' - განაცხადა გენრიდოლიძემ. ადვოკატილონა დიასამიძის განმარტებით, სასამართლომ შეწყვიტა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რაცნიშნავს, რომ არც წვრილმანი ხულიგნობა და არც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმიდაუმორჩილებლობა სახეზე არ ყოფილა. ''სასამართლომთავისი გადაწყვეტილებით გვითხრა, რომ გენრიდოლიძე არ უნდა დაეკავებიათდა მის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი არ უნდა შედგენილიყო'' - ამბობს უფლებადამცველი. 3 აპრილს ე.წ. კომენდატის საათის გაუქმების მოთხოვნით, ბათუმსა და თბილისში აქცია გაიმართა, რა დროსაც სამი მოქალაქე დააკავეს. გენრი დოლიძე, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე და ,,გირჩის’’ წარმომადგენელი ირაკლი კუკანია, რომელიც ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს.