ევროკავშირის სამიტი გადაიდო - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაშია

Tbilisi Daily

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Covid-19-ით ინფიცირებულ დაცვის თანამშრომელთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა. შექმნილი ვითარების გამო, მიმდინარე კვირას დაგეგმილი ევროკავშირის სამიტი გადაიდო. შარლ მიშელის პრესმდივნის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს "კოვიდ-19" დაუდასტურდა. ამ დროისთვის შარლ მიშელის PCR ტესტის პასუხი უარყოფითია.