იტალია: რა გახდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის მიზეზი?

Headline

სიცილიის გუბერნატორის განცხადებით, იტალიის კუნძულზე ყველა მიგრანტის საცხოვრებელი დაიცალა. მიზეზი კოვიდ-19-ის ხელახალი გავრცელებაა რამდენიმე კვირით ადრე, სანამ სკოლები გაიხსნება. მიგრანტებიდან რამდენიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დამსვენებლები, რომლების ხმელთაშუა ზღვის კურორტებიდან დაბრუნდნენ, ასევე ახალი კორონავირუსით არიან ინფიცირებულები, მათი რიცხვი კი მიგრანტებზე ბევრად მეტია. შაბათს იტალიამ ინფიცირების 1,071 შემთხვევა დაადასტურა, ეს კი მაისის შუა რიცხვების შემდეგ ქვეყნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კორონავირუსის ბოლოდროინდელი კლასტერები იტალიაში იმ ადამიანებს უკავშირდებათ, რომლებიც სარდინიაზე ისვენებდნენ. ამჟამად სარდინიის მმართველს მოსთხოვეს, რომ დამსვენებლებს უფლება არ მისცენ ადგილი ტესტირების გარეშე დატოვონ. სიცილიის გუბერნატორის ბრძანებით, ყველა მიგრანტი, რომელიც კუნძულზე ზღვის გავლით ჩამოვიდა, ადგილიდან გადაიყვანეს, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. მისი განცხადებით, მიგრანტები, რომლებიც საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებულ განაცხადებს ელოდებიან, პასუხებს ორშაბათს მიიღებენ. სიცილიის გუბერნატორის ბრძანება ძალაში 10 სექტემბრამდეა. ის ასევე კრძალავს ნებისმიერი ტრანსპორტით, მათ შორის საქველმოქმედო გემებით, მიგრანტების კუნძულზე მიყვანას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მთავრობა და არარეგიონალური მმართველები მიგრანტთა პოლიტიკაზე პასუხისმგებელნი არიან და გუბერნატორის გადაწყვეტილება, შესაძლოა, სასამართლოში გასაჩივრდეს. შაბათის მონაცემებით, სიცილიაზე დადასტურებული 48 შემთხვევიდან 16 მიგრანტი იყო. წყარო: NEW YORK POST #headline