COVID-19-ის სიმპტომებით 8 პაციენტი შეიყვანეს მარნეულის ჯეო-პოსპიტალის კლინიკაში
Marneuli Daily
12 საათის მონაცემებით მარნეულის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში Covid-19 სიმპტომებით რვა პაციენტი შეიყვანეს.
"„გუშინ მხოლოდ ერთ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დღეს, კლინიკაში კრონავირუსის სიმპტომებით რვა პაციენტია შემოყვანილი, შესაძლოა მათი რაოდენობა დღის განმავლობაში კიდევ გაიზარდოს“ - განაცხადა ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა თათა შენგელაიამ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტები დღეს, დღის ბოლოს, გაიგზავნება. პასუხები ხვალ, 25 აპრილს, იქნება ცნობილი.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 7 უკვე გამოჯანმრთელებულია.
წყარო: რადიო მარნეული
#კორონავირუსი
#პაციენტი
#marneulidaily