რა არის ეპილეფსია და რა იწვევს მას ?

0
ეპილეფსია არის ცენტრალური ნერვული სისტემის (ნევროლოგიური) დაავადება, როცა დარღვეულია თავის ტვინში ნერვული უჯრედების აქტივობა, რაც იწვევს გულყრას. გულყრის დროს ადამიანს შეცვლილი აქვს ქცევა, განიცდის უჩვეულო სიმპტომებს და შეგრძნებებს გონების დაკარგვის ჩათვლით. ეს ეპიზოდური შეტევა შესაძლოა იყოს ხანმოკლე (რამდენიმე წამი, წუთი) ან ხანგრძლივი (ძირითადად კრუნჩხვითი გულყრა). მსოფლოში მოსახლეობის 1%-ს (65 მლნ.) აქვს ეპილეფსია. ასაკის მატებასთან ერთად გამოვლინების სიხშირე მატულობს. ახალი შემთხვევები განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებით ხშირია ჩვილებსა და ასაკოვნებში, ხოლო განვითარებად ქვეყნებში გვიან ბავშვობასა და ადრეულ მოზარდობაში, რაც სავარაუდოდ განაპირობებულია ჩვილობისა და ბავშვობის ეპილეფსიების გაქრონიკულებულობით (არასწორი მართვის გამო). აშშ-ის მონაცემებით, 100 ადამიანიდან 1-ს შესაძლოა თავის ცხოვრების მანძილზე ერთხელ დაემართოს არაპროვოცირებული (რაიმე ფაქტორით გამოწვეული) გულყრა. თუმცა ერთჯერადი გულყრა არ ნიშნავს ეპილეფსიას. მხოლოდ 2 არაპროვოცირებული გულყრის (ტიპი არ კონკრეტდება) შემთხვევაში ხდება ეპილეფსიის დიაგნოსტირება. სიმპტომები: ვინაიდან ეპილეფსიურ გულყრას იწვევს თავის ტვინის უჯრედებში განვითარებული პათოლოგიური განმუხტვა, გულყრამ შესაძლოა დაარღვიოს ნებისმიერი პროცესი, რომელსაც ტვინი უწევს კოორდინირებას. გულყრა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გარდამავალი (ძირითადად თვითშეჩერებადი) სიმპტომებით: 📍კონფუზია (დეზორიენტაცია დროსა და გარემოში) 📍მეტყველების შეჩერება 📍არაკონტროლირებადი კრუნჩხვითი მოძრაობები ხელებსა და ფეხებში 📍ცნობიერების ან სიფხიზლის დაკარგვა ფსიქიკური სიმპტომები (ქცევის და აზროვნების შეცვლა) 📌სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია გულყრის ტიპზე. უმეტეს შემთხვევებში, ეპილეფსიის მქონე ადამიანს აქვს ერთიდაიგივე ტიპის გულყრები, შესაბამისად ყოველ შემდგომ ეპიზოდში სიმპტომები მსგავსია. ექიმი ახდენს გულყრის კლასიფიცირებას იმის მიხედვით, თუ როგორ იწყება ტვინში პათოლოგიური აქტივობა (ფოკალური ანუ ლოკალური თუ გენერალიზებული, რომელიც მოიცავს მთელ ტვინს).
#news #opinion #health
#forhealth
Tbilisi
0