ინაუგურაციის შემდეგ ჯო ბაიდენი ამერიკელებს მოუწოდებს, რომ 100 დღის განმავლობაში ატარონ ნიღბები
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აცხადებს, რომ თეთრ სახლში ყოფნის პირველი 100 დღის განმავლობაში, სთხოვს ამერიკელებს, ატარონ პირბადეები, რაც, ბაიდენის თქმით, „მნიშვნელოვნად ამცირებს“ ვირუსის გავრცელებას.
„ინაუგურაციის პირველ დღეს საზოგადოებას ვთხოვ, რომ 100 დღის განმავლობაში ატაროს პირბადეები... არა სამუდამოდ, არამედ მხოლოდ 100 დღით“, - უთხრა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია CNN-ს თავის პირველ ერთობლივ ინტერვიუში, არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად.
ჯო ბაიდენი არჩევნების დროსაც ხშირად მოუწოდებდა მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ. ამასთან, ინტრევიუში მან აღიარა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, შესაძლოა, კანონი არ აძლევდეს უფლებას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გახადოს სავალდებულო პირბადეების ტარება. რაც შეეხება ფედერალურ საკუთრებას, რომელზეც პრეზიდენტის აღმასრულებელი ძალაუფლება ვრცელდებადა და ასევე შტატების დამაკავშირებელ ტრანსპორტს, მათ შორის თვითმფრინავებსა და ავტობუსებს, ბაიდენი აპირებს გამოსცემს ბრძანება პირბადეების სავალდებულო ტარების შესახებ.
აშშ-ის საავიაციო კომპანიების, აეროპორტებისა და საზოგადო ტრანსპორტის უმრავლესობა მგზავრებისა და თანამშრომლებისაგან უკვე მოითხოვენ სანიტარული პირბადეების ტარებას. საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება აუცილებელია 37 შტატსა და დედაქალაქ ვაშინგტონში.
ჯონს ჯოპკინსის უნივერსიტეტის კოვიდ-სტატისტიკის თანახმად, აშშ-ი კორონავირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ეპიდემიის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილად ითვლება სულ მცირე 276 ათასი პაციენტი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30983666.html
#ახალი_ამბები
#twitter