37 წლის კირაჩ-მუღანლოელ ინფიცირებულ ქალს არ სჯერა , რომ კორონოვირუსი აქვს.

0
37 წლის კირაჩ-მუღანლოელი ქალი, რომელსაც კორონავირუსი 8 ივნისს დაუდასტურდა, აცხადებს, რომ მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს. ინფიცირებული მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ამჟამად თბილისში, თანამშრომელთან ერთად, მკურნალობას გადის. მისი თქმით, საავადმყოფოში გადაყვანამდე ორი დღით ადრე წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, სადაც ინფიცირებული მუშაობს, კორონავირუსის ტესტირებები აიღეს და მისი ტესტის პასუხი დადებითი იყო. „კორონავირუსის დადასტურებამდე ერთი-ორი დღით ადრე ტესტირება ჩაატარეს. მერე, ერთ დღეს სამსახურში საჭმელად დავჯექით და ამ დროს ზარი შემოვიდა, მარნეულიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ სასწრაფოდ სახლში წავსულიყავი, კიდევ უნდა ჩაეტარებინათ ანალიზები. მივედით სახლში და სასწრაფო მოვიდა და გვითხრა, თბილისში უნდა წაგიყვანოთო, მაგრამ ჩვენ ტემპერატურა ან სხვა პრობლემები არ გვქონია. აქ სულ სიცილით წამოვედით“ - ამბობს ინფიცირებული ინფიცირებული ამბობს, რომ საავადმყოფოში ანალიზებს ყოველდღიურად უტარებენ, მაგრამ ექიმები პასუხების შესახებ ინფომრაციას არ აწვდიან. „ამჟამად საავადმყოფოში ვარ. ანალიზების პასუხებზე არაფერს გვეუბნებიან. დღეში ერთხელ გადასხმას აკეთებენ და ერთ ნემსს გვიკეთებენ. სხვა წამლებს არ ვსვავთ. ალბათ, არაფერი არ გვჭირს, არაფერს რომ არ აკეთებენ. ვეკითხებით, ანალიზის პასუხები როგორია, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა. ქართულიც იმ დონემდე არ ვიცი, რომ რამე დამატებით ვკითხო“ 37 წლის ქალს არ სჯერა, რომ ის და მისი თანამშრომელი ინფიცირებულია. ამბობს, რომ თავისუფლად სუნთქავს, ხველა არ აწუხებს და სიცხე არ აქვს. "საკვები ნორმალურია. არც სიცხე გვაქვს, არც ხველა. არაფერი გვტკივა. ინფიცირებულს ყელის ტკივილი ან ტემპერატურა უნდა ჰქონდეს, ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს. ყოველდღე ტემპერატურას ამოწმებენ და 36-ზე მეტი არ მაქვს" ინფიცირებული აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტირებები მისი ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ და რამდენიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. დანარჩენი ადამიანები კი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კარანტინში არიან გადაყვანილი. ამბობს, რომ მისი შვილები რუსთავში ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს, მაგრამ არ იცის თუ სად გადაიყვანეს მისი დედა. მედიასთან საუბრისას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა-ეპიდემიოლოგმა ნინო ვარდიძემ თქვა, რომ გარკვეულ შემთხვევებში კორონავირუსი შესაძლოა უსიმპტომო იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ვირუსი არ აქვს. „ძირითადი სიმპტომებია ტემპერატურა, მშრალი ხველა, შესაძლოა იყოს ფაღარათი, შესაძლოა იყოს გემოს და სუნის დაქვეითება, წნევის თამაშები, თავის ტკივილი. ძირითადად წამყვანი სიმპტომებია სიცხე და ხველა. ასევე, შესაძლებელია პაციენტებს ეს მდგომარეობა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც“ - გვითხრა ნინო ვარდიძემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-ეპიდემიოლოგმა გვითხრა, რომ მათაც ჰყავდათ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, ვისაც სიმპტომები არ უფიქსირდებოდა, მაგრამ მას გასული დღეების განმავლობაში ჰქონდა თავის ტკივილები და წნევის თამაშები. „გააჩნია რა სისუსტე აქვს ადამიანს. თუ ადამიანს წნევებისადმი, გულსისხლძარღვთა სისტემისადმი ან რევმატული ფაქტორებისადმი აქვს მიდრეკილება, ამ დროს კორონავირუსი სიმპტომებს ამ მიმართულებით უფრო აძლიერებს“ - ამბობს ნინო ვარდიძე ექიმ-ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით შედის, საავადმყოფო ვალდებულია ის იქამდე დატოვოს კლინიკაში სანამ კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში ორჯერადი „პისიარ“ კვლევა არ ჩაუტარდება და ორივე პასუხი უარყოფითი არ იქნება. „ხშირ შემთხვევაში პაციენტები იმაზე მეტხანს ყოვნდებიან ჩვენთან ვიდრე საჭიროა. იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტს აღარ აწუხებდა არაფერი, მაგრამ ორჯერადი კვლევის შემთხვევაში ერთხელ მაინც უფიქსირდებოდა კორონავირუსი. მათ შეეძლოთ მკურნალობის სახლის პირობებში გავლა და გარკვული პერიოდულობის განმავლობაში კლინიკაში შესამოწმებლად მისვლა, მაგრამ სახელმწიფოსგან არ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაცია, რომ თუნდაც ერთჯერადი პასუხით გავწეროთ პაციენტი“ - განაცხადა ნინო ვარდიძემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსზე ჩატარებული ორჯერადი ტესტის პასუხი უარყოფითია ნიშნავს, რომ ამ ადამიანს კორონავირუსის გადამდებლობა არ აქვს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს სიმპტომები ის მაინც შეიძლება იყოს საშიში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. წყარო ; რადიო მარნეული
#Covid
-19
#კირაჩ
-მუღამლო
#მარნეული
#marneulidaily
#ახალიამბები
0