წვიმა და ელჭექი - უახლოესი დღეების პროგნოზი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142636 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-5 მაისს საქართველში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგ ადგილებში შესაძლებელია იყოს სეტყვა. "ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება. ქალაქ თბილისში 2-5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +22 +25 გრადუსი დაფიქსირდება," - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ პროგნოზში.