მატარებლით მგზავრობა მხოლოდ 5 მიმართულებით განახლდა.

0
საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა დღეიდან განახლდა. დღის ანუ ჩქაროსნული მატარებელი მხოლოდ 5 მიმართულებით იმოძრავებს. ეს მიმართულებებია - თბილისი-ფოთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ბათუმი და თბილისი-ოზურგეთი. ღამის მატარებლით მგზავრობა ჯერჯერობით არ განახლებულა. რკინიგზის პრესსამსახური ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : "ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციები, თუ რა უნდა გააკეთოს მგზავრმა მატარებელში ასვლისთანავე. შესაბამისად, ამ რეგულაციებს რომელი მატარებლებიც აკმაყოფილებდნენ, სწორედ ის მიმართულებები აღდგა." საქართველოს რკინიგზა ეცდება ეტაპობრივად აღდგეს სხვა მატარებლების მუშაობაც ამ რეგულაციების გათვალისწინებით. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ფასები არ გაზრდილა და იგივე რჩება. მგზავრებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშავონ სადეზინფექციო ხსნარით. მგზავრებს მგზავრობა პირბადით მოუწევთ. #საქართველო #საქართველოსრკინიგზა #თბილისი #ზუგდიდი #ბათუმი #ფოთი #ქუთაისი #ოზურგეთი #აღდგენილიმგზავრობა #რეგულაციები #zugdididaily
0