ზუგდიდელი მელარჭემე - დიმიტრი ქარჩავა.
Zugdidi Daily
მომავალმა ექიმმა, ზუგდიდელმა დიმიტრი ქარჩავამ მწყემსების უძველესი ხალხური საკრავი ლარჭემი აღადგინა და დაკვრაც ისწავლა.
დიმიტრი ისტორიული წყაროებიდან მოძიებული მასალებისა და მელარჭემეების დახმარებით ამ უძველეს საკრავს თვითონ აწყობს. ლარჭემისთვის აუცილებელი მცენარე ლერწამი მოაშენა და აბრეშუმის ჭიასაც უვლის.
ტყავისგან დამზადებული უძველესი საკრავი, ჭიბონია, დიმიტრის საკრავებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
ახალგაზრდა მუსიკოსი 13 საკრავზე უკრავს, ყველა მათგანის დამზადების ტექნიკა და ისტორია იცის.
#ზუგდიდი #ზუგდიდელიახალგაზრდა #მელარჭემე #ლარჭემი #ჭიბონია #დამზადებისტექნიკა #ისტორია #zugdididaily