საქართველოს რამდენიმე ქალაქში სწავლის დაწყება გადაიდო

0
„გადავწყვიტეთ, სასწავლო პროცესი გადაიდოს 1 ოქტომბრამდე მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში  დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ეს საჭიროა, რომ სწორად შევაფასოთ რისკები“, -განაცხადა გახარიამ.
პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად შემთხვევების მატებისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ერთ დღეში 87 დაინფიცირებული ადამიანი გამოვლინდა, აქედან 24 ერთი სკოლის პედაგოგია. წყარო: ეტალონი ______________________________________________ სტატიას კითხულობთ მედიაპლათფორმა Feedc-ზე. გამოიწერეთ გვერდი (@jgalani) და თვალი ადევნეთ სიახლეებს. აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მოცემული ბმულიდან: download.feedc.com ______________________________________________ https://www.facebook.com/tvimedi/videos/611781716158608/
#კორონავირუსი
#ზუგდიდი
#ბათუმი
#ქუთაისი
#ფოთი
#რუსთავი
#გორი
#განათლება
0