გორში ოჯახური ძალადობის ფაქტზე 2 მამაკაცი დააკავეს

0
წუხელ გორის სასამართლოს მოსამართლემ შალვა კაკაურიძემ 2 მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები არიან 40 წლამდე ასაკის მამაკაცები. დაკავებულთაგან ერთი ქალაქ გორში, ხოლო მეორე - კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, რა დროსაც ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახის წევრებს. შიდა ქართლის პოლიციიის თანამშრომლებმა გორში მცხოვრებ მამაკაცს ბრალი 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე მამაკაცს, ბრალი შედარებით მძიმე მუხლით (მეორე ნაწილით - ცემა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით) წაუყენა.
0