დაჭრილი ჟურნალისტები და განადგურებული სამეთაურო პუნქტი - ყარაბაღის ომი დღე - 13

Tbilisi Daily

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ და სო­მეხ სამ­ხედ­რო­ებს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გა­ნახ­ლე­ბი­დან, დღეს მე-13 დღეა. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი კი კვლავ არ წყდე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ამ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტი გა­ა­ნად­გუ­რა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუს­ტი სრო­ლა კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. "თავ­დას­ხმის დროს სომ­ხე­თის არ­მი­ის მა­ღა­ლი რან­გის ოფიც­რე­ბი შტაბ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტი გა­ნად­გურ­და და მტერ­მა დიდი და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­და,“- წერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი არ­მან დერ­მე­ი­ა­ნი სომ­ხუ­რი მხა­რე რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხურ მხა­რეს, სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შუ­შან სტე­პა­ნი­ა­ნის ცნო­ბით, ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია უც­ვლე­ლია, ორ­მხრი­ვი ცე­ცხლი და სა­არ­ტი­ლე­რიო ბრძო­ლე­ბი ფრონ­ტის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. მი­სი­ვე თქმით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სა­რა­კე­ტო და სა­არ­ტი­ლე­რიო თავ­დას­ხმებს მშვი­დო­ბი­ა­ნი და­სახ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და. ამას­თან, გუ­შინ თავ­დაც­ვის უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ქრის­ტი­ა­ნულ ტა­ძარ­ზე. სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, არცრუნ ჰო­ვა­სი­ა­ნის ცნო­ბით, ქა­ლაქ შუ­შის ეკ­ლე­სი­ის და­ბომბვის შე­დე­გად, რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი და­იჭ­რა. "რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ შუშ­ში მდე­ბა­რე მა­ცხოვ­რის ეკ­ლე­სი­ას­თან მუ­შა­ობ­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ეკ­ლე­სი­ის ხელ­მე­ო­რედ და­ბომბვის შე­დე­გად და­იჭ­რა“, - გა­ნა­ცხა­და ჰო­ვა­ნი­სი­ან­მა. სომ­ხე­თის ერ­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ოვა­ნეს მოვ­სე­სი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით კი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ტაძ­რის და­ბომბვის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი და­იჭ­რა. მი­სი­ვე თქმით, რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და ამ დრო­ის­თვის მას ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა. ფა­ში­ნი­ა­ნი საფ­რან­გე­თის­გან მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის მო­ლო­დინ­ში ყო­ვე­ლი­ვეს პა­რა­ლე­ლუ­რად, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი აცხა­დებს, რომ ის საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის­გან მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას აღი­ა­რე­ბას ელო­დე­ბა. "მსურს, ხაზი გა­ვუს­ვა სო­მე­ხი ხალ­ხის, სომ­ხე­თი­სა და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კმა­ყო­ფი­ლე­ბას საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის გულ­წრფე­ლი, სი­მარ­თლე­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი­დან, საფ­რან­გე­თის­გან მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას ვე­ლო­დე­ბი. ჩემი მო­ლო­დი­ნი ნამ­დვი­ლად არის ის, რომ საფ­რან­გე­თი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას აღი­ა­რებს,“- გა­ნა­ცხა­და ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა Tv5Monde-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში. პუ­ტი­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს დღეს რუ­სეთ­ში ელის ამას­თან, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის დღეს მოს­კოვ­ში იწ­ვევს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევ­სა და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­თან მთე­ლი რიგი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი მხა­რე­ებს მო­უ­წო­დებს, შე­ა­ჩე­რონ მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ცხედ­რე­ბი­სა და პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლის მიზ­ნით. ამ სა­კი­თხებ­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­სა­მარ­თად, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის შუ­ა­მავ­ლო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი მოწ­ვე­ულ­ნი არი­ან მოს­კოვ­ში 9 ოქ­ტომ­ბერს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში. ცნო­ბის­თვის, გუ­შინ სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესმდი­ვან­მა, ანა ნაღ­და­ლი­ან­მა "ფე­ის­ბუქ­ზე“ და­წე­რა, რომ სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ზოჰ­რაბ მნა­ცა­კა­ნი­ა­ნი რუ­სეთს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეწ­ვე­ვა და ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის რუ­სეთ­ში შე­საძ­ლო ვი­ზიტ­ზე კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის პო­ზი­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა 27 სექ­ტემ­ბერს გა­ნახ­ლდა. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ამ დრომ­დე არ წყდე­ბა. Წყარო: კვირის პალიტრა