აშშ-ში COVID19 -ით 702 ადამიანი გარდაიცვალა
Tbilisi Daily
24 საათის განმავლობაში, აშში 702 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 25 302 ადამიანს კი ვირუსი დაუდასტურდა.
სულ ქვეყანაში ვირუსის 2,142,224 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულთაგან 117,527 გარდაიცვალა, 854,106 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.