პანდემიის მართვის მხრივ ნებისმიერი შემსუბუქება არის შემთხვევების რაოდენობის ზრდა
Tbilisi Daily
რა მექანიზმებით მოხდება მობილობის შემცირება - დიდი სავაჭრო ცენტრების შეზღუდვა, მცირე სავაჭრო ცენტრების თუ ტრანსპორტის, ამაზე ეპიდემიოლოგები აკეთებენ კვლევას, ნახულობენ სად არის ყველაზე მაღალი რისკი და ცდილობენ, რომ ის მიმართულება დაბლოკონ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება შემთხვევების რაოდენობის ზრდას ნიშნავს, თუმცა, მეორე მხრივ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება გასათვალისწინებელია.
„ინდივიდუალურ დონეზე ჩვენ ჯერჯერობით ვაქცინამდე გვაქვს სამი ინსტრუმენტი, ეს არის ნიღაბი, ხელების დამუშავება, დისტანცია. სისტემურ დონეზე გვაქვს ერთი ინსტრუმენტი - მობილობის შემცირება.
პანდემიის მართვის მხრივ ნებისმიერი შემსუბუქება არის შემთხვევების რაოდენობის ზრდა, მეორე მხრივ გასათვალისწინებელია მოსახლეობის მდგომარეობაც, სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა, ასე რომ, ოპტიმალური შუალედია მოსაძებნი,“- განაცხადა სერგეენკომ.