წალენჯიხელი ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა
Zugdidi Daily
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 79 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი რუხის კლინიკაში მკურნალობდა.
ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში 150 პაციენტი მკურნალობს, მათგან 70-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, რომ დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ის 227 ახალი შემთხვევა დადასტუსრდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი
#zugdididaily