თბილისის აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

Tbilisi Daily

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 29 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაზოს, ბაღნარის, მონასტრის, ჭედიას, წყალსადენის, შუშის და წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.