გორში 69 წლის მოხუცი დახმარებას ითხოვს
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები მაყვალა კაბულაშვილი პარკინსონის დაავადებას წლებია ებრძვის. ამის გამო, მოხუცს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
როგორც მაყვალა ყაბულაშვილი ამბობს, დახმარების გარეშე, არ იცის როგორ გაგრძელდება მისი ცხოვრება.
"ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ მარტო ვცხოვრობ. დაავადების გამო, საწოლს ვარ მიჯაჭვული. პატრონი არავინ მყავს, რომ დამეხმაროს. პურს თუ მიყიდის და მომიტანს ვინმე, ისიც ძალიან იშვიათად. არ ვიცი, როგორ უნდა გაგრძელდეს ჩემი ცხოვრება. იქნებ ვინმე დამეხმაროს, რადგან დამოუკიდებლად საჭმლის მომზადებაც არ შემიძლია", - ამბობს მაყვალა კაბულაშვილი
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო #სიახლე #goridaily
წყარო - radiomosaic.ge