გაეროს უფლებადამცველი ორგანო აშშ-სგან მოითხოვს უზრუნველჰყოს ქალაქებში განთავსებული ფედერალური ძალების სათანადო ქცევა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურმა მოთხოვა აშშ-ს, რომ ამერიკის ქალაქებში განთავსებულმა ფედერალურმა ძალებმა არ გამოიყენონ არაპროპორციული ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ და უკანანოდ არ დააკავონ ისინი.
"მოგვდის შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ მშვიდობიან გამომსვლელებს აკავებენ პოლიციელები, რომელთა ვინაობა უცნობია და ეს შემაშფოთებელია, რადგან ამის გამო დაკავებულები შესაძლოა, კანონისგან დაუცველნი აღმოჩნდენ და ამან შესაძლოა, ხელი შეუწყოს თვითნებურ დაკავებებს და ადამიანთა უფლებების სხვა დარღვევებს", განაცხადა ლიზ თროსელმა, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის პრეს-მდივანმა, ჟენევაში ბრიფინგზე 24 ივლისს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა 22 ივლისს თქვა, რომ ფედერალურ ფედერალურ აგენტებს გააგზავნის ამერიკის უფრო მეტ ქალაქში, რომ შეაჩეროს იქ დანაშაულის რიცხვის ზრდა. ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და მისი კამპანიის ერთ-ერთ დაპირებას მართლწესრიგის დამყარება წარმოადგენს.
ტრამპმა, რომელმაც უკვე მიიღო სადავო გადაწყვეტილება პორტლანდსა და კანზას სიტიში ძალების განთავსების შესახებ, განაცხადა, რომ იგი დაახლოებით 200 ფედერალურ მოსამსახურეს გააგზავნის ჩიკაგოში და 35-ს - ალბუკერკეში.
ბევრ ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და მილუოკიში ადგილი ჰქონდა დანაშაულის მკვეთრ ზრდას შეიარაღებული ძალადობის ჩათვლით, რაც მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც გაიმართა მინესოტელი პოლიციელის მიერ უიარაღო აფრიკელ-ამერიკელი მამაკაცის მკვლელობის გამო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30745486.html
#ახალი_ამბები
#twitter