ტრამპის მოწამვლაში ეჭვმიტანილი დაკავებულია 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აშშ-ში პრეზიდენტისთვის მომწამვლელი ნივთიერება „რიცინის“ შემცველი წერილის გაგზავნაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს. იგი კანადიდან აშშ-ში შესვლის მცდელობისას საზღვარზე აიყვანეს. მას თან ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩნდა. გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს წერილი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება „რიცინი“ იყო მოთავსებული. გამოძიება ვარაუდობდა, რომ წერილი ტრამპს კანადიდან გაუგზავნეს.