ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში
Tbilisi Daily
ბელიაშვილის ქუჩაზე, დიდუბის ხიდის ქვეშ „ნისანის“ მარკის ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა ახალაზრდა კაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა.
შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს მის გვერდით მჯდომ ქალს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლს ჩაეძინა და სავალი ნაწილიდან გადაუხვია.